თეგებით ძიება

ბიძინა ივანიშვილისგან მტრის ხატი შექმნა უნდათ - გია ცაგარეიშვილი

"ქართული ოცნების“ წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების“ დამფუძნებლისგან, ბიძინა ივანიშვილისგან, მტრის ხატი შექმნას ცდილობს.

„ივანიშვილის სრული დემონიზაცია ხდება, თქვენ ამას ატყობთ. უნდათ, რომ ამ ადამიანისგან მტრის ხატი შექმნან და მის წინააღმდეგ აწყვეტილი, აღვირახსნილი კამპანია მიმდინარეობს. ადრე თუ გვიან, ამას ამ ქვეყანაში წერტილი უნდა დაესვას. ბოლოსდაბოლოს, რით ვეღარ მოინელეს 10 წლის წინანდელი ეს მარცხი? მუდმივად უტრიალებენ ივანიშვილის თემას, მუდმივად ებრძვიან ამ ერთ ადამიანს, გაშმაგებით, ყველა მედიასაშუალების გამოყენებით, პოლიტიკური პარტიების ჩართულობით, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, აქტორების აქტიური ჩართულობით. ათი წელია, ეს ყველაფერი გრძელდება და ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს?ბოლოსდაბოლოს, აღარ დაიღალნენ“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა