თეგებით ძიება

ივანიშვილმა რაც გააკეთა, მიშიკომ, კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ გააკეთოს... - რას ამბობს მეუფე იაკობი?

ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობი ევროპარლამენტარის, მაიკლ გალერის განცხადებას გამოეხმაურა.

"ვინ არის გალერი? მერე რა, რომ ევროპარლამენტარია, საქართველოში რა გაუკეთებია? ბიძინამ რაც გააკეთა, გააკეთოს თქვენი ტელევიზიის რომელიმე იმან, ან მიშიკომ გააკეთოს, ან კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ. ვინ არის გალერი? თქვენ გგონიათ ევროპაში რომ ჩავიდე ენას წავუჩლიქავ მაგას? თავის თავს მიხედოს გალერიმ. ჩვენ გვინდა ევროპისკენ იმიტომ, რომ სამართლიანი უნდა იყოს ევროპა, ჩვენ მოგვექცნენ ძალიან უსამართლოდ და ბოდიში აქვთ მოსახდელი გალერს და ყველას“, - აცხადებს მეუფე იაკობი.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ განაცხადა, რომ ყველამ ერთი დავალება უნდა შეასრულოს როგორც მთავრობაში, ასევე, ოპოზიციაში. მაიკლ გალერი ამბობს, რომ ყოველთვის შეიძლება იყოს კამათი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა შესრულდეს პრაქტიკაში 12 პუნქტიანი გეგმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა