თეგებით ძიება

შემაშფოთებელია, დეგნანს სიყალბეს აბრალებენ, აშშ არ ცდილობს საქართველო ომში ჩაითრიოს - იან კელი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი ამბობს, რომ მმართველი პარტიის პირები ამერიკის ახლანდელ ელჩს აბრალებენ რაღაცას, რაც არის სიყალბე.

"ძალიან შემაშფოთებელი მოვლენების განვითარებაა, მე არ მესმის, მმართველ პარტიაში ხელმძღვანელი პირები აბრალებენ აშშ-ის ელჩს ისეთ რაღაცას, რაც არის სიყალბე. აშშ არც ერთი ფორმით არ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს უკრაინის ომში. ეს გახლავთ მარტივად სიყალბე და მე სრულიად ვუჭერ მხარს ჩემს მეგობარ ელჩ დეგნანს მხარს და ვცდილობ უარვყო, რომ აშშ-ს გააჩნია რაღაც მსგავსი განზრახვა", - განაცხადა კელიმ.


შეგახსენებთ, 8 ივლისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს მიმართა და მოუწოდა, რომ "ამერიკის იმიჯის დასაცავად "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციებსა და ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს საჯაროდ გაემიჯნოს". დეგნანის შეფასებით, "ყაველაშვილის განცხადება სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა