თეგებით ძიება

ომის პერიოდში რუსეთი საქართველოს ნავთობიმპორტიორი პირველი ქვეყანა გახდა, ჩვენ პირდაპირ ვაწვდით სისხლის მანქანას ფულს - ელენე ხოშტარია

პარტია "დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, "ქართული ოცნების“ ოლიგარქიული მმართველობა დასანქცირებული უნდა იყოს.

„ვაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის სანქციების თავიდან არიდებაზე. დღეს ერთ-ერთ ყველაზე ამორალურ და მძიმე თემაზე ვისაუბრებ, რაც არის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რუსეთიდან იმპორტირების საკითხი.

მოგეხსენებათ, რომ ნავთობი რუსული სისხლის მანქანის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია. რუსული ომის მანქანა ნავთობით იკვებება. რუსეთის ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება სანქციების ერთ-ერთი ამოცანაა.

ამ პირობებში, 2021 წელს, საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის მაჩვენებლით რუსეთი მესამე ადგილზე იყო. ომის პერიოდში რუსეთი საქართველოს ნავთობიმპორტიორი პირველი ქვეყანა გახდა. ჩვენ პირდაპირ ვაწვდით სისხლის მანქანას ფულს.

გარდა ამისა, აპრილში მაისთან შედარებით რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა 70%-ით. საქართველოში საწვავის ფასი არ გაიაფებულა, ღარიბაშვილის საჯარო მითითება იყო, რომ მათ შორის რუსეთიდან შევიძინოთ ნავთობი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თემა, რაც არის რუსული ომის მანქანის დაფინანსება, საქართველოს მთავრობისთვის ღია პირდაპირი ურთიერთობების თემაა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არა საქართველო, არამედ „ქართული ოცნების“ ოლიგარქიული მმართველობა დასანქცირებული უნდა იყოს“, – განაცხადა ხოშტარიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა