თეგებით ძიება

ეს კონსტიტუცია არის გახედნილი - ლადო კახაძე

კონსტიტუციის ნორმა არ უნდა დაირღვეს, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, ლადო კახაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

"კონსტიტუციის ნორმა არ უნდა დაირღვეს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ცხოვრობს ჩვენი კონსტიტუციით. ეს კონსტიტუცია არის გახედნილი, მისადაგებული საერთაშორისო ნორმატივებს და ყველგან, სადაც კი ასეთი მსგავსი გადაცდომა იქნება, კონსტიტუცია და რეგლამენტი თავის საქმეს იზამს", - აცხადებს კახაძე.

შეგახსენებთ, საკითხი დღის წესრიგში ლევან ვარშალომიძის მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დადგა. "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიების გაუქმების გამო, ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ადგილმონაცვლე პარლამენტში ვერ შევა - ეს კი ოპოზიციისთვის საერთო ჯამში მინუს 6 მანდატს ნიშნავს.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა