თეგებით ძიება

ეს ხელისუფლება გაცილებით უფრო უინტელექტო და გაუნათლებელია, ვიდრე წინა ხელისუფლება - თინა ხიდაშელი

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელმა, თინა ხიდაშელმა „უცნობის“ მიერ „მაესტროს“ ეთერში გავრცელებული ჩანაწერების შესახებ, გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა.

“ფარული მიყურადება და თვალთვალი ეს არ არის “ქართული ოცნების” მოგონილი და არც მათ წიაღში წარმოშობილი ამბავი. იგივეს აკეთებდა “ნაციონალური მოძრაობა”, ამით იყო დაკავებული ყველა ხელისუფლება და ამიტომ ვამბობთ, რომ საბჭოთა კავშირი არ დამთავრდა საქართველოში და პოლიციური მმართველობა არ იყოს საყრდენი, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ესენი არც კი ცდილობენ ამ ამბის დამალვას. დასკვნა, რომელიც ამ ჩანაწერიდან გამომაქვს ეს არის, რომ მორიგ ჯერზე უთხრან საზოგადოებას, რომ მათ უსმენენ, ყველაფერი იციან და ყურადღებით უნდა იყვნენ ადამიანები. გახსოვთ ის პერიოდი, ყველას რომ სჯეროდა, რომ ტელეფონზე უსმენდნენ? – სინამდვილეში ყველას არ უსმენდნენ, მაგრამ იდეაც ხომ ეს იყო, რომ ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ყველას უსმენენ. ამით არის ეს ხელისუფლებაც დაკავებული, ოღონდ უფრო უხეში ფორმებით, რადგან გაცილებით უფრო უინტელექტოდა გაუნათლებელია, ვიდრე წინა ხელისუფლება,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა