თეგებით ძიება

ელენე ხოშტარიამ მემკვიდრეობით განსაზღვრული ჰონორარების შესახებ დოკუმენტაცია საგამოძიებო მედია პლატფორმას მიაწოდა

„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ რუსეთიდან განხორციელებული ჩარიცხვების შესახებ დეტალური ინფორმაცია მედია-პლატფორმა "ფაქტ-ჩექს" მიაწოდა.

ფაქტ-მეტრმა დოკუმენტაცია 13 ივლისს გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილია როგორც ნოტარიულად დამოწმებული მემკვიდრეობის დოკუმენტები, ასევე საბანკო ამონაწერები ჩარიცხვებთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ გოგი ხოშტარიას ანგარიშზე 2022 წელს რუსეთიდან 3 გადმორიცხვა განხორციელდა.

ცნობისთვის, ინფორმაცია "დროას" დამფუძნებლის ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან სოლიდური თანხების ჩარიცხვის შესახებ, ჯერ კიდევ ივნისში გავრცელდა. მას შემდეგ მმართველმა გუნდმა არაერთხელ მოუწოდა ოპონენტს გაესაჯაროვებინა ოფიციალური დოკუმენტები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა