თეგებით ძიება

შიგნიდან გატყდა ციხე და შიგნიდან მოხვდა ჩემთან ეგ ამბავი - რას ამბობს გია გაჩეჩილაძე "მთავარი არხის" სკანდალურ ჩანაწერზე?

მუსიკოსმა, გია გაჩეჩილაძემ "იმედის კვირაში“ "მთავარი არხის" სკანდალურ ჩანაწერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩანაწერი ოპოზიციური მედიის წარმომადგელისგან ჩაუვარდა ხელში.

"მე რომ ვთქვი, რომ მაგათივე ჟურნალისტმა მომაწოდა ეს ამბავი, მაგათივე ჟურნალისტის ტელეფონი იდო იმ მაგიდაზე, საიდანაც ჩემთან მოხვდა ეს ამბავი. მე არ ვარ ის ადამიანი, რომ რაღაც კომპრომატები ვაგროვო, მაგრამ ისე ამომიყვანეს მეც და მთელ ჩემს ოჯახს. დედაჩემს ინსულტი დაემართა მაგათი სიუჟეტების გულისთვის. არ შეიძლებოდა ამის გატარება. ბოლოს “TV პირველი“ რომ მომადგა ამ ვითომ სუს-ის ფაილებით, ეს უკვე საბოლოო წვეთი იყო. საშუალება მომეცა, რომ გამოაშკარავებულიყო ეს ყველაფერი. რასაც მე მთელი ცხოვრება მიკეთებდით, ის შემოგიტრიალეთ უკან“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, გადაცემაში "უცნობის კიდობანი“ გადაიცა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ „მთავარი არხის“ გადაცემა post-Factum-ის წამყვანი გიორგი გაბუნია და ამავე გადაცემის თანამშრომლები განიხილავდნენ სოსო გოგაშვილის მიერ, მათთვის მიწოდებულ მასალას, სათაურით - „საიდუმლო ფაილები პირდაპირ სუს-ის კომპიუტერებიდან“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა