თეგებით ძიება

მაქვს ლეგიტიმური უფლება, ვიცოდე რა მოქმედებასთან მაქვს საქმე. არის ეს სანქცირებული მოსამართლე, თუ არ არის - ლაშა ჩხიკვაძე კელი დეგნანს

"მთავარი არხის" გენდირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამერთლე, ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართავს.


მისი თქმით, ყველა მაქსიმალურად უნდა მოერიდოს რაიმე ფორმით სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობას.

„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო საზოგადოებას, იქნება ეს პოზიციური თუ ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო თუ სხვა ტიპის ორგანიზაციები, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ ყველა მაქსიმალურად მოერიდოს რაიმე ფორმით სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობას. ვფიქრობ სასამართლო არ ექვემდებარება ასეთი ტიპის ზეწოლებს, თუმცა მაინც სასურველია, რომ ასეთი განწყობები ხელოვნურად არ შექმნან საზოგადოებაში. მისცენ სასამართლოს შესაძლებლობა შეძლებისდაგვარად მშვიდ გარემოში უზრუნველყოს საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება. კიდევ ერთხელ მინა მივმართო ქალბატონ კელი დეგნანს, იგივე შეკითხვითა და იგივე ფორმატით, რაზეც არაერთხელ მქონდა საუბარი, მე მაქვს ლეგიტიმური უფლება ვიცოდე რა მოქმედებასთან მაქვს საქმე. არის ეს სანქცირებული მოსამართლე, თუ არ არის. მე ამაზე პასუხი აქამდე ვერ მივიღე და ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ამაზე პასუხი მექნება“, - განაცხადა ჩხიკვაძემ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა