თეგებით ძიება

საჩუქარს ჩემგანაც მიიღებენ - სოსო გოგაშვილის მეუღლე ხელისუფლებას ემუქრება

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მეუღლე ხელისუფლებას ემუქრება და აცხადებს, რომ მისგანაც მიირებენ საჩუქარს.

თეა დემეტრაშვილმა სკანდალური განცხადება "ტვ პირველთან" გააკეთა.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ცოლი არ აკონკრეტებს, რა "საჩუქარზეა" საუბარი, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს "არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არის".

გოგაშვილები არც იმას გამორიცხავენ, რომ ოჯახს ავარია მოუწყონ და "ამით სოსო გოგაშვილთან ივაჭრონ".

თეა დემეტრაშვილი აღნიშნავს, რომ ოჯახი მუქრის წერილებს იებს, მისივე თქმით, სახლსა და ავტომობილებში მოსასმენი აპარატურებია დამონტაჟებული.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, თბილისში სპეცოპერაციით დააკავეს. მას გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ედავება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა