"ნაცები დაასვით ერთგულ ადამიანებს თავზე და ვისი იმედი გაქვთ ნეტავ, მდინარაძის?!" - რას წერს ვლადიმერ ბედუკაძე?
გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი, ვლადიმერ (ლადო) ბედუკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"არაფერს ვამბობ ოცნების "პირველმოწამეების"-ხიდაშლების,ბერძენიშვილების,ბესელიების,ფოფხაძეების თუ ნაცვლიშვილების ღალატის შესახაბ, ქვეყნის პირველ პირებზე ვსაუბრობ.
- კვირიკაშვილი მოათრიეთ და მავნებელი გამოდგა, კინაღამ ამოგაყირავათ ხაზარაძესთან ერთად დუეტში, სანან უშუალოდ ბიძინა არ ჩაერია და სამჯერ შეუთვალა- ე, ბიჭო, გეყოს გადადექი-ო, ვერ მოიშორეთ, დავიღალე ტიტე-ნატუტარით მაგის გინებით,
- მარგველაშვილი ატარეთ შემოულაწუნესავით სოფელ-სოფელ, დაბანეთ, ჩააცვით, კაცად აქციეთ და ვეტოები ჯოკეროვით ურტყა კანონებს. დღემდე რა მავნებელიცაა ხედავთ,
-"ფრანცუჟანკამ " რომელი ერთი ჩამოვთვალო, ბოლოს თქვა: ბიძინას არ გადავაყოლებ ქვეყანას"-ო, და ჯერ წინ რა სიურპრიზებს გიმზადებთ ვერანაირი წინასწარმეტყველი ვერ გამოიცნობს,
- გოგაშვილია და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი უწყება ანდეთ წლების განმავლობაში ,დღეს კი ლამის ერის ღალატში სდებთ ბრალს..
მართლა ერთგული ადამიანები მოიმდურეთ, დაცინით, ისევ ნაცები დაასვით თავზე და ვისი იმედი გაქვთ ნეტავ, მდინარაძის?!", - წერს ვლადიმერ ბედუკაძე.