თეგებით ძიება

კატეგორიულად ვემიჯნები, პოლიტპატიმრად მოვიხსენიოთ გოგაშვილი - თაკო ჩარკვიანი

"კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის დაკავებაზე საუბრობს.

"შემზარავი სანახავი იყო, ეს ყველაფერი როგორ მოხდა. ირღვეოდა ბავშვის უფლებები. კატეგორიულად ვემიჯნები, რომ პოლიტპატიმრად მოვიხსენიოთ გოგაშვილი. უხერხულია, ტატუნაშვილის ქვეყანაში ცოტა ფრთხილად მოვეპყროთ ამ სიტყვას, თორემ ღირებულებების აზელვები და აღრევები იწვევს ძალიან დიდი ნიჰილიზმს ხალხში. რა მოხდა ჩემთვის? ტიპური რუსული მართვის სტილი იყო ეს. 90-იან წლებში მახსოვს, ძალიან გახმაურებული იყო, ფილმიც კი გადაიღეს, ეფესბეს და კაგებეს დაპირისპირება. აყვანა იყო ძალიან შემზარავი, ეს მათი თვისებაა. რუსული სისტემის ორმა ძალიან დაბინძურებულმა ორგანიზმმა ანგარიშსწორება მოახდინა და ამ ანგარიშსწორებაში იყო უდანაშაულო ბავშვი და დაირღვა მისი უფლებები. ასე შეიძლება მომავალი თაობა განადგურდეს“, - განაცხადა ჩარკვიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა