"თუ დაუშვებს საპატრიარქო და დაიწყებენ გალობას რუსულ ენაზე, სულ რომ დამწვან, სანანებლად გადავუქცევ ყველა მათგანს" - დომენიკ მანგო
სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ საპატრიარქო დაუშვებს გალობას რუსულ ენაზე, მაშინ ის რადიკალურ პროტესტზე გადავა.
"საქართველოს ეკლესიაში, თუ დაუშვებს საპატრიარქო და დაიწყებენ გალობას რუსულ ენაზე, მე გადავალ რადიკალურ პროტესტზე. რადაც არ უნდა დამიჯდეს, წყევლად გადავექცევი ყველა მღვდელს, რომელიც დაუშვებს და თავის ეკლესიაში თუნდაც მოკლე დროით რუსული ენით ჩაანაცვლებს ქართულს. რომც შევეწირო, სულ რომ დამწვან, სანანბლად გადავუქცევ ყველა მათგანს ამ გადაწყვეტილებას. ნუ გეგონებათ, რომ ანაფორა დაგიცავთ - ქრისტე თქვენთან ისედაც არ იდგა, თქვენ მისი გამყიდველები ხართ!", - წერს სამოქალაქო აქტივისტი.