უხერხულია, როდესაც "ოცნება" უკრაინის მთავრობას იმაზე მეტად აკრიტიკებს, ვიდრე რუსეთი - კრამერი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი "ამერიკის ხმასთან" საუბრის აცხადებს, რომ "ოცნება" უკრაინის მთავრობას იმაზე მეტად აკრიტიკებს, ვიდრე რუსეთი.
"ის, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, სრული აბსურდია. არავის სურს, რომ ომის მასშტაბი გაფართოვდეს და საქართველო ან რომელიმე სხვა ქვეყანაც მოიცვას. ამავე დროს, ძალიან უხერხულია იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“ აკრიტიკებს უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს იმაზე მეტად, ვიდრე რუსეთის მთავრობას", - აცხადებს დევიდ კრამერი.