თეგებით ძიება

ოპოზიციის სიცანცარის გამო, „ოცნება“ კიდევ ერთხელ გამარჯვებული გამოვიდა - რას ამბობს ალეკო ელისაშვილი?

"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას მეტი სერიოზულობა მმართებს.

"რიგგარეშე სხდომის მოწვევას ხელი არ მოვაწერეთ, ოპოზიციას ვეუბნებოდით, რომ ეს სიცანცარე იყო. მათ ვუთხარით, როგორ უნდოდათ, საკონსტიტუციო ცვლილებები გამოეტანათ, თუ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული არ იყო, რადგან 113 ხმა უნდა.

ოპოზიციის ხმები რომ გაამრავლო, მაინც არ ეყოფოდა. რატომ აკეთებენ ამას? კი ბატონი, პოლიტიკაა და შოუს ელემენტებს შეიცავს, მაგრამ მხოლოდ შოუ ხომ არ უნდა იყოს? გუშინ, ხალხს რა ვაჩვენეთ, „ქართულ ოცნებას“ ნიღაბი ჩამოვხსენით? ოპოზიციის სიცანცარის გამო, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გამარჯვებული გამოვიდა, ცოტა მეტი სერიოზულობა გვმართებს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა