თეგებით ძიება
20. 07. 2022 მსოფლიო

იმავეს იმედი მაქვს რუსული მარცვლეულის მიწოდებასთან დაკავშირებით, ყველა შეზღუდვა მოიხსნება - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თეირანში, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსული მარცვლეულის მიწოდებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას.

"ჩვენ ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, რომელიც რუსული მარცვლეულის საჰაერო გზით ექსპორტისთვის მოხსნასთანაა დაკავშირებული. ამაზე თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაციებთან შევთანხმდით. ეს ყველაფერი აქამდე არავის გაუპროტესტებია, მათ შორის, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ჩათვლით“, – აღნიშნა პუტინმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვები მოიხსნება სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე ვითარების გასაუმჯობესებლად.

"მოგეხსენებათ, მსოფლიო ბაზარზე ამერიკელების მიერ რუსული სასუქების მიწოდებაზე შეზღუდვები ფაქტობრივად მოიხსნა. იმავეს იმედი მაქვს რუსული მარცვლეულის მიწოდებასთან დაკავშირებით, თუ მათ გულწრფელად სურთ სიტუაციის გაუმჯობესება სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა