თეგებით ძიება

აშშ-ს და ნატოს სხვა წევრებს არ სურთ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება - ერდოღანი

თურქეთი აპირებს განიხილოს უკრაინის ნატოში გაწევრიანება „დაჩქარების გარეშე“. ამავდროულად, ზოგიერთი ქვეყანა, სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება უკრაინის წევრობას, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, აშშ-ს და ნატოს სხვა ქვეყნებს „არ სურთ, რომ უკრაინა იყოს წევრი ქვეყანა“ .

"როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ყოველთვის ვითვალისწინებთ ნატოს სხვა წევრი ქვეყნების პოზიციას, განვიხილავთ ამ შესაძლო საკითხებს მაგიდასთან და შესაბამისად, ვიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა. 

მისი თქმით, თურქეთი მიჰყვება მოვლენების განვითარებას, დისკუსიებს და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

ამასთან, ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთის ურთიერთობა თურქეთთან გრძელდება როგორც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ასევე თავდაცვის ინდუსტრიაში.

"რუსეთის ფედერაციასთან კავშირი გრძელდება და ყოველდღიურად ეს ურთიერთობები ეკონომიკურად ფართოვდება“, - დასძინა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა