თეგებით ძიება

ბრალდებები იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს, მიუღებელია - პრეზიდენტი ხელისუფლებას

არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს. ეს არის მიუღებელი, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარის დელეგაციის ხელმძღვანელ დევიდ მაკალისტერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ხელისუფლებას.

„თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც რეალურად მხარს უჭერს ჩვენი საზოგადოების 85%-ს, [საჭიროა] მხოლოდ მუშაობა, ერთად მუშაობა, გარკვევა რაში ვეთანხმებით ერთმანეთს და რაში არ ვეთანხმებით - ეს ცალ-ცალკე არ ხდება და ეს ძალიან მარტივად არის ყველასთვის გასაგები... მივმართავ ხელისუფლებას: არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები მაგალითად იმაზე,რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს - ეს არის მიუღებელი. არ შეიძლება ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისათვის,რომ ყველანაირად გვაჩვენონ - მხარს უჭერენ ამ ჩვენს ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა