თეგებით ძიება

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ბიჭვინთას რუსეთს გადასცემს

მიმდინარე წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ბიჭვინთა რუსეთის ფედერაციის ტერიტორია ხდება. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი მხარეებმა საიდუმლო ვითარებაში გააფორმეს.

დოკუმენტის მიხედვით, ოკუპანტი ქვეყნის მფლობელობაში 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.

დოკუმენტი რუსეთისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.

საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა