თეგებით ძიება

"ქართული ოცნება" ძალიან ცუდ მიმართულებაზე დგას, თუ ასე გააგრძელებენ, საკუთარ თავსაც „გაშარავენ" და ამ ქვეყანასაც - იაგო ხვიჩია

„გირჩის" ლიდერი, დეპუტატი იაგო ხვიჩია "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ცუდ მიმართულებაზე დგას თუ ასე გააგრძელებს, ქვეყნასაც "გაშარავს".


„ჩემი აზრით, „ქართული ოცნება" ძალიან ცუდ მიმართულებაზე დგას, თუ ასე გააგრძელებენ, საკუთარ თავსაც „გაშარავენ" და ამ ქვეყანასაც. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მომავალში მაინც ვეცადოთ, რომ ერთი პარტია, ერთი ადამიანი მთელ ქვეყანას არ მართავდეს. ამით დარჩები მარტო სამყაროში დიდი მტრის წინაშე, რომლისკენაც თითქოს სიტუაციის დალაგებას ესწრაფვი.

რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს საქართველოსნაირ ქვეყანას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ბრძოლა გამოუცხადოს" და თქვას, რომ თითქოს ისინი ომში გვითრევენ, ამის არ მესმის.

ზოგადად, ხელისუფლების ქმედებები ასევე გაუგებარია რუსეთ - უკრაინის ომთან დაკავშირებით და მე უბრალოდ, არ ვიცი, რა მოტივაციით მოძრაობს საქართველოს ხელისუფლება, რატომ უნდათ სანქციების რისკის ქვეშ, პარტნიორების დაკარგვის რისკის ქვეშ ვიყოთ, რატომ ვაყენებთ ეჭვქვეშ ევროპულ მომავალს, ამის მოტივაციაა ვერ ვხედავ. უბრალოდ ვხედავ, რომ რაღაც ლოგიკურად არ არის“, - განაცხადა ხვიჩიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა