თეგებით ძიება

რაც პრაისმა თქვა, სიმართლეა, ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას ეხმაურება.

"რაც მან თქვა, პარტნიორები ერთმანეთს ასე არ ეკონტაქტებიან. მე ვარ დიპლომატი, წარმოვადგენ შეერთებულ შტატებს. რაც ნედ პრაისმა თქვა, ეს სიმართლეა, უნდა ვცეთ ერთმანეთს პატივი და ერთმანეთს უნდა მოვეპყროთ, ისე როგორც პარტნიორები, პრიორიტეტი ეს უნდა იყოს", - თქვა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, ნედ პრაისი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელ რიტორიკას გამოეხმაურა და თქვა, რომ "დეზინფორმაცია და ელჩ დეგნანზე პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება პარტნიორების მუშაობას".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა