თეგებით ძიება

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის (AFET) დე­ლე­გა­ცი­ას შეხ­ვდა. მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ დე­ვიდ მა­კა­ლის­ტერ­თან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა, რის შემ­დე­გაც მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­ფარ­თო­ე­ბულ ფორ­მატ­ში გაგ­რძელ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას. ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს 23 ივ­ნი­სის ის­ტო­რი­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ, რო­გორც იმ პროგ­რე­სის აღი­ა­რე­ბას, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლომ მი­აღ­წია და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნი­დან 3 ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გარ­და­მა­ვა­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის პი­რო­ბებ­ში.

"პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სამ­წუ­ხა­როა ის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას არ მი­ა­ნი­ჭეს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მოლ­დო­ვას­თან და უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ფაქ­ტობ­რი­ვად უკვე და­ი­წყო ევ­რო­პის საბ­ჭოს 23 ივ­ნი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი 12 პრი­ო­რი­ტე­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ინ­კლუ­ზი­უ­რი პრო­ცე­სი და ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის ჩარ­თუ­ლო­ბა, მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არის სა­ერ­თო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლამ უნდა გა­ი­ზი­ა­როს ქვეყ­ნის შიგ­ნით.

შეხ­ვედ­რი­სას ით­ქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო აგ­რძე­ლებს ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბი­სა (AA) და ევ­რო­კავ­შირ­თან ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის (DCFTA), ისე­ვე რო­გორც 2021-2027 ასო­ცი­რე­ბის ახა­ლი დღის წეს­რი­გით გან­სა­ზღვრუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ას"- აღ­ნიშ­ნუ­ლია პრეს­სამ­სა­უხ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში რო­გორც ჰუ­მა­ნი­ტა­რულ, ისე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის კუ­თხით არ­სე­ბულ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ზე. აღი­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მხარ­და­ჭე­რა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში და გა­მო­ით­ქვა იმე­დი, რომ ევ­რო­კავ­ში­რი ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ფორ­მატ­ში და­ა­ყე­ნებს აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს. აგ­რეთ­ვე, პრე­მი­ერ­მა ხაზი გა­უს­ვა ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ყე­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თგუ­ლე­ბა კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მოგ­ვა­რე­ბი­სად­მი.

ით­ქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რი და ერ­თგუ­ლი კონ­ტრი­ბუ­ტო­რი მიმ­დი­ნა­რე ოპე­რა­ცი­ებ­ში.

სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებს და ზო­გა­დად, რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, რო­მელ­საც გავ­ლე­ნა აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ზე.აგ­რეთ­ვე, ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და შავი ზღვის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მხრი­დან - ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე დე­ვიდ მა­კა­ლის­ტე­რი და კო­მი­ტე­ტის წევ­რე­ბი - ზე­ლი­ა­ნა ზოვ­კო, სვენ მიქ­სე­რი, ვი­ო­ლა ფონ კრა­მონ-ტა­უ­ბა­დე­ლი, ტი­ე­რი მა­რი­ა­ნი და ასი­ტა კან­კო, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან - სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი და მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი რე­ვაზ ჯა­ვე­ლი­ძე ეს­წრე­ბოდ­ნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა