თეგებით ძიება
22. 07. 2022 მსოფლიო

ჩვენ ვაფასებთ აფრიკელთა პოზიციას იმის შესახებ, რა ხდება უკრაინაში - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აფრიკის ქვეყნებთან თანამშრომლობაზე საუბრობს.

"მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენმა აფრიკელმა მეგობარმა გააცნობიეროს, რომ რუსეთი განაგრძობს კეთილსინდისიერად შეასრულოს საერთაშორისო კონტრაქტებით ნაკისრი ვალდებულებები აფრიკაში საკვების, სასუქების, ენერგიის გადამზიდავებისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის ექსპორტის თვალსაზრისით. რუსული მხარე ამისთვის ყველა ზომას მიიღებს“, - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა აფრიკას მოუწონა ის პოზიცია, რომელსაც უკრაინის ომთან დაკავშირებით ავლენს.

"ჩვენ ვიცით, რომ აფრიკელი კოლეგები არ იწონებენ შეერთებული შტატების და მისი ევროპული მოკავშირეების დაუფარავ მცდელობებს, უკარნახონ თავიანთი ნება ყველას, დააწესონ მსოფლიო წესრიგის უნიპოლარული მოდელი საერთაშორისო საზოგადოებაში. ჩვენ ვაფასებთ აფრიკელთა დაბალანსებულ პოზიციას იმის შესახებ რა ხდება უკრაინაში და მის გარშემო“, - ამბობს ლავროვი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა