„მთელი თბილისი ერთ ქორწილზე საუბრობს და ამ დროს გადამღებებს არ აჭამეს…“ - რა მოხდა მაქაცარია-ჩიჩუას ქორწილში?
ფოტოგრაფი, დავით ჭალიძე ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ფოტოგრაფებს და ვიდეო ოპერატორებს ქორწილში საჭმელიც კი არ აჭამეს.
“რა უხერხულია არაა? მთელი თბილისი დღეს ერთ ქორწილზე საუბრობს და ამ დროს გადამღებებს არ აჭამეს… ხალხი დილიდან მუშაობს და ლუკმა ვერ გაიმეტეს. ფოტოგრაფებს და ვიდეოგადამღებებს ადამიანებად არ გვთვლიან, ასე დამამცირებლად გექცევიან და მერე ეს ხალხი საუბრობს ტელევიზიებში ევროპულ თუ ადამიანურ ღირებულებებზე…
რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მდიდრებს უფრო ეშლებათ ეს და არა საშუალო თუ შედარებით დაბალშემოსავლიან ფენებს და თან გთხოვენ საჯაროდ არ დაწერო უხერხულიაო, უხერხულია მშიერი რომ მუშაობს ადამიანი და შიმშილისგან გაქანავებს, ეს ხალხი რომ კიდევ ჰუმანურობას იჩენს და სხვის სახელს უფრთხილდება... რამხელა სულგრძელობაა , მაგრამ იმსახურებენ კი ?”, – წერს ფოტოგრაფი.
„აი,ოდნავ რომ არ მიკვირს მაქაცარიასგან და მისი ღრუზინი გარემოცვასგან ეგეთებენი. ეგ,ნოე,ანრი ჯოხაძე,იგივეა,რაც დუდუკი,ქალებიი,მაიტააა შენ დაუკარ,რასია მაწუშკაა და ყველაფერი ეგეთი“;
„ასე მგონია რაღაც მთლად სწორად არ დაწერეთ... რას ჰქვია არ გაჭამეს? მაგათ იმხელა სპექტაკლ-ქორწილი ჰქონდათ, ჯერ მხოლოდ სამოსის გამოცვლას როგორ აუვიდნენ არ ვიცი... სავარაუდოდ რაღაცნაირად ყურადღების მიღმა დარჩა ეს საკითხი და ბოდიშის ნიშნად რაიმე ჟესტით გამოვლენ“;
„რა ვალდებულები არიან გადამღებ გუნდს და ფოტოგრაფებს აჭამონ..…. ისინი მათ საქმეს აკეთებენ და თანხასაც იღებენ“;
„ფოტოგრაფებს და ვიდეოგრაფებს ჩემი დიდი პატივისცემა მაგრამ, კარგით ხალხო, მაქაცარიას და მის დედოფალს ფოტოგრაფებისთვის ეცალათ? შესაძლოა თვითონაც ვერ მოახერხეს ჭამა. რესტორანში ვისაც ევალებოდა სტუმრების მიღება და ყურადღების მიქცევა და ამ ყველაფრის ორგანიზება იმის სირცხვილია, იმას უნდა მოეფიქრებინა. დარწმუნებული ვარ საკმარისი თანხა გადაუხადეს , რომ უკმაყოფილო არავინ დარჩენილიყო. ამ ამბავს ოჯახის წევრები რომ გაიგებენ ძალიან შეწუხდებიან!“;
„ეს პოსტი 22 საათის წინ დაწერილია, ანუ სადღაც საღამოს 5-6 საათზე, შეიძლება მაგ დროს რესტორანშიც არ იყვნენ ჯერ და გეზრუნათ თქვენ თქვენს კვებაზე მანამდე……თუ იქაც არ იზრუნეს თქვენს კვებაზე მაშინ მართლა უხერხულია, მაგრამ ყველაფერი ხდება“;
„როდესაც მთელი დღით ქირაობ ადამიანს, კვებაც უნდა იყოს გათვალისწინებული, იქნება ეს ფოტოგრაფი, დამლაგებელი, თარჯიმანი თუ მღებავი. ან/და შეთანხმდნენ რომ თვითონ იზრუნებს ლანჩზე და ამისთვის ექნება შესაბამისი დრო. ტეხავს ელემენტარულ ანაბანაზე საუბარი ყოველთვის“, - წერენ პოსტის კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ცნობისთვის, ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ გუშინ, 23 ივლისს იქორწინეს.
რა უხერხულია არაა ? მთელი თბილისი დღეს ერთ ქორწილზე საუბრობს და ამ დროს გადამღებებს არ აჭამეს ???? ხალხი დილიდან მუშაობს და...Posted by Davit Tchalidze on Saturday, 23 July 2022