თეგებით ძიება

შეიძლება, არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, მაგრამ ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე კობახიძისა და ჟურნალისტის სკანდალზე

თბილისის მერი, კახა კალაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და "მთავარი არხის" ჟურნალისტის სკანდალს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოჯახის შეურაცხყოფა მიუღებელია.

„ვგმობ იმ დამოკიდებულებას, რაც არის ხოლმე გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რაც ძალიან საწყენია და ძალიან ცუდია. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა. შეიძლება, არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ ეს შეურაცხყოფა, ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ყველაფერზე წინ დავაყენოთ ურთიერთპატივისცემა და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.

როდესაც ხარ ჟურნალისტი და აყენებ შეურაცხყოფას რესპონდენტს, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკოსია, შენ მოგწონს, არ მოგწონს, არ არის მისაღები და სწორი. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს ურთიერთპატივისცემა.

იქნება ეს პატივისცემა? მერწმუნეთ, დამიჯერეთ, იქნება ათასჯერ მეტი პატივისცემაც, სიყვარულიც. ყველამ გადავაბიჯოთ ამ სირთულეებს. მესმის, შეიძლება, ვინმე არ მოგწონდეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, შეურაცხყოფა მიაყენო?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კითხვით მიმართა, რომ დავით არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ..სირცხვილია, სახე დაკარგეთ..ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა.. ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე.. სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც...სამარცხვინო შენ....“, - მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა