თეგებით ძიება

თუ მე ან ჩემი ოჯახის წევრს მიაყენებენ შეურაცხყოფას, ამაზე რეაგირება იქნება, ამას უნდა შევეგუოთ - ღუდუშაური

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ ჟურნალისტის მისამართით გამოთქმულ შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეხმაურება.

"გუშინ რაც მოხდა, ვიყავი იქ, რაც გუშინ მოხდა და რაც იკადრა კონკრეტული პარტიული ტელევიზიის წარმომადგენელმა, ძალიან რთულია და ჩემთვის სამწუხარო, რომ ამ ადამიანზე ვსაუბრობთ და მე მიჭირს თქმა, რომ რაღაცნაირად ჟურნალისტის მიერ განხორციელდა ეს მოქმედება, ეს პირდაპირ განხორციელდა როგორც არც მეტი არც ნაკლები ყველაზე რადიკალური პარტაქტივის წარმომადგენლის მხრიდან.

საერთო იმასთან, რომ ჟურნალისტიკასთან, რიმე ეთიკასთან, ამ კონკრეტული ადამიანის ქცევას არაფერი საერთო არ ჰქონდა. მე ვფიქრობ, რომ თუ თქვენ რაიმე უნდა გაწუხებდეთ და ეს ფსევდო აჟიოტაჟი და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, ძალიან ბოროტ და დათვურ სამსახურს უწევთ ამ დამიანს, იმით, რომ ერთგვარი წახალისება ხდება. მე მინდა ყველას გითხრათ, არაფერი არ ღირს ამ ქვეყანაში და არცერთ სხვა ცხოვრებაში იმად, რომ სახე არ დაკარგო, არ დაკარგო ღირსება, არ დაკარგო ადამიანობა, არაფერი არ უნდა გიღირდეთ ამათ, არაფერი არ ღირს.

გვაქვს თმენის ვალდებულება, დიახ ეს ასეა, მაგრამ თქვენ სად წაიღეთ, ჟურნალისტები, რომლებიც ოპერატორთან ერთად, კამერასთან ერთად მუშაობს, თქვენ სად წაიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა", - თქვა ღუდუშაურმა.


შეგახსენებთ, ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კითხვით მიმართა, რომ დავით არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა "კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?

"კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ..სირცხვილია, სახე დაკარგეთ..ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა.. ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე.. სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც...სამარცხვინო შენ....“, - მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა