თეგებით ძიება

ცნობილია, უცხოელი ცოლ-ქმარის ვინაობა, რომლებსაც ზუგდიდი-მესტიის გზაზე თავს დაესხნენ

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-დაკავების ოპერაცია, როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება ადგილიდან, სოფელ ნაკრას შესასვლელთ პოლიცია დგას. ადგილობრივების ცნობით, პოლიციამ 5 იანვარს ადგილზე ჩხრეკაც ჩაატარა, მათივე ინფორმაციით ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმიც.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ცოლ-ქმარს, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. ადგილზე ნანახია ავტომობილი, ქალი კი პოლიციის განყოფილებში გადაიყვანეს. მისი ქმრის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.

ამჟამად ადგილზე აღარ არის, სავარაუდო თავდამსხმელების კუთვნილი "სუბარუს" მარკის თეთრი ფერის ავტომობილი, რომელიც ნაკრას ცენტრში 5 იანვარს ადგილობრივებმა მიტოვებული ნახეს. მათ თქმით, ავტომობილი ადგილობრივების არ არის, რადგან სოფელში ყველამ იცის ვის რა ავტომობილი ჰყავს. მათივე ინფორმაციით, ავტომობილი პოლიციამ წაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ მომხდარზე გამოძიება 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბლოგერის ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამის არხზე რუსეთის გაუჩინარებული მოქალაქის ვინაობასაც ასახელებენ, ირწმუნებიან, რომ ის 4-5 იანვრის ღამით გაიტაცეს.

"უცნობებმა გზა გადაუღობეს, იარაღით ემუქრებოდნენ და ვიქტორი წაიყვანეს თეთრი Subaru-თი თანმხლები ქალი კი გაუშვეს", - ნათქვამი პოსტში.

რადიო თავისუფლება წყარო პოლიციიდან ეუბნება, რომ თავდასხმის მიზანი, სავარაუდოდ არ ყოფილა ყაჩაღობა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა