თეგებით ძიება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მათთან დაკავშირებული ჯგუფები, ფაქტობრივად საბოტაჟს აცხადებენ - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტში, სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი შეიკრიბა. ჯგუფის მუშაობაში "ქართული ოცნება", "გირჩი", "მოქალაქეები", პარტია "საქართველოსთვის" და "ევროპელი სოციალისტები" მონაწილეობენ. დეპუტატები მართლმსაჯულებაში არსებულ გამოწვევებსა და კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია პროცესში საქმიანად ჩერთვება.

"დღეს უკვე შინაარსობრივად და საქმიანად დავიწყებთ ამ დეტალებზე მსჯელობას, რომელიც დოკუმენტებშია წარმოდგენილი. ველოდები, რომ ოპოზიცია იქნება საქმიანი და მომზადებული. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მათთან დაკავშირებული ჯგუფები, ფაქტობრივად საბოტაჟს აცხადებენ", - აღნიშნავს ანრი ოხანაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა