თეგებით ძიება

კობახიძე, როგორც პოლიტიკოსი, აღარ უნდა განვიხილოთ - ეკა ბესელია

პარტია "სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუშინდელი ქცევა მისი შინაგანი მდგომარეობის გამოხატულება იყო.

„მე კი მისგან არაფერი არ მიკვირს, მისი შიგთავსი ეს არის. როგორც იქცეოდა გუშინ, ეს არის მისი შინაგანი მდგომარეობა, მაგრამ ის, როგორც პოლიტიკოსი აღარ უნდა განვიხილოთ. ეს არ არის პოლიტიკოსის ქცევა. პიროვნულად რომ შეხედო, მისი ქცევა იყო მისი შინაგანი მდგომარეობა და ეს არის არანორმალური, არაეთიკური, ყოველგვარ ზღვარს გადასული. ასეთი ადამიანია სამწუხაროდ, რომლისგანაც არაფერი აღარ უნდა გაგიკვირდეთ, უბრალოდ კიდევ მორიგ წარმოუდგენელ ქმედებებს ჩაიდენს იმისთვის, რომ საბოლოოდ დიაგნოზი დაისვას მასთან დაკავშირებით. ვინც გაამართლა, ვინც გამოეხმაურა იმ შეურაცხყოფას და ვინც მას გამოუცხადა სოლიდარობა, კოლექტიურად ერთი სახე აქვთ და ამ სახეში რომ ჩაიხედავთ, არის აბსოლუტური სიცარიელე და ფსკერი. თვითონ აირჩიონ, კოლექტიური კობახიძეობა თუ სურთ, იყვნენ მაგ მოცემულობაში", - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გუშინ „მთავარის“ ჟურნალისტ შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კითხვით მიმართა, რომ დავით არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა "კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?

"კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ..სირცხვილია, სახე დაკარგეთ..ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა.. ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე.. სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც...სამარცხვინო შენ....“, - მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა