თეგებით ძიება

“გოგაშვილმა ჩემი გატაცების ოპერაციის ყველა დეტალი იცოდა…“ – აფგან მუხთარლი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის აღიარებას ეხმაურება რომელმაც განაცხადა, რომ მუხთარლის გატაცება ივანიშვილის დავალებით მოხდა.

მუხთარლის თქმით, პროკურატურაში მისვლასა და ჩვენების მიცემას აპირებს.

“საქართველოს უსაფრთოხების სამსახურის უფროსის მოადგილემ განცხადება გაავრცელა იმ ბარში საიდანაც მე ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით გამიტაცეს. სოსო გოგაშვილი ერთი კვირის წინ დააკავეს. დღეს, ერთი საათის წინ, გოგაშვილმა ადვოკატების დახმარებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც თქვა რომ მე, უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს, შემდეგ კი კამერის ჩანაწერები წაშალეს. სოსო გოგაშვილი როგორც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ჩემი გატაცების საქმის კურსში იყო. ვაიძულებთ მას რომ პროკურატურაში ჩვენება მისცეს”, – წერს აფგან მუხთარლი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა