თეგებით ძიება

ეს წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ როგორი პატრიოტია თავის ქვეყნის ბიძინა ივანიშვილი - არჩილ თალაკვაძე

ეს წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად გულწრფელი დამოკიდებულება აქვს და როგორი პატრიოტია თავის ქვეყნის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის მიერ დღეს გავრცელებულ წერილს.

"ეს წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად გულწრფელი დამოკიდებულება აქვს და როგორი პატრიოტია თავის ქვეყნის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის ძალიან გამჭვირვალედ და პირდაპირ ამბობს სიმართლეს, ეს ყოველთვის იყო მისი ხელწერა, როდესაც პოლიტიკაში გახლდათ და ახლაც, როდესაც პოლიტიკიდან გასულია, მისი ხელწერა არის იგივე. ის თავის საზოგადოებას სიმართლეს ეუბნება. დღეს, თუნდაც უბრალო და პატარა სიმართლეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ საზოგადოება არის ახლა ინფორმირებული, დღეს უკეთ ერკვევა პოლიტიკაში, ხედავს, თუ რა არის მშვიდობის ფასი, ხედავს, რა არის დემოკრატიული ინსტიტუტების ფასი და ხედავს, თუ რას ნიშნავს, როდესაც კერპთაყვანისმცემლობით კი არ იმართება ქვეყანა, არამედ იმართება ისე, როგორი კონცეფციაც დაამკვიდრა ქართულმა ოცნებამ.

მე რომ მკითხოთ და მოქალაქეებსაც ჰკითხეთ, სინამდვილეში ამ წერილმა დაადასტურა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად დისტანცირებულია პოლიტიკიდან, იმიტომ, რომ ის ამ წერილში პირდაპირ ამბობს, რა არის მისი დამოკიდებულება და პირდაპირ პასუხობს კითხვებს", - აცხადებს თალაკვაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა გაიმართა. ივანიშვილი საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

"გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა", - ამბობს ივანიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა