თეგებით ძიება

ივანიშვილს წერილმა ბევრი კითხვა გააჩინა - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, ის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

"თქვენ იცით, რომ ბიძინა ივანიშვილმა დიდი ხანია დატოვა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა. ის აღარ არის პოლიტიკაში. ასე რომ, ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, წერილმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა და დარწმუნებული ვარ, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა გაიმართა. ივანიშვილი საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

"გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა", - ამბობს ივანიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა