თეგებით ძიება

"ამ წერილის მერე ელჩს გაიწვევენ" - რის შესახებ საუბრობს ლალი მოროშკინა?

პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმაურება.

"სავარაუდოდ, ამ წერილის მერე ელჩს გაიწვევენ.


დიპლომატიაში არმოსულა პირდაპირი ტყუილი...", - წერს პიარსპეციალისტი.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა გაიმართა. ივანიშვილი საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

"გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა", - ამბობს ივანიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა