ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული წერილი იყო დასტური იმისა, რომ ჩვენი შეკითხვა იყო საფუძვლიანი - დიმიტრი ხუნდაძე
დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმაურება და ამბობს, რომ სამი დამოუკიდებელი დეპუტატის გამოთქმული ეჭვები დადასტურდა.
„ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული წერილი იყო დასტური იმისა, რომ ჩვენი შეკითხვა იყო საფუძვლიანი. ჩვენი გამოთქმული ეჭვი აბსოლუტურად დასტურდება. ფარდა აეხადა იმას, რომ ეს სამსაათიანი საუბარი შედგა და არც თუ ისე მსუბუქი იყო. მე არ ვთლი, რომ წერილში დეტალები არ არის განმარტებული. თუ კარგად წავიკითხავთ და დავუკვირდებით, ამ წერილში ძალიან ბევრი რამ არის ნათქვამი. ბატონი ბიძინა წერილში ამბობს, რომ გარკვეული ძალები ფაქტობრივად ქვეყანას ომში ჩართვისკენ ექაჩებიან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მართებს სიფრთხილე - ამბობს ბატონი ბიძინა. ჩვენი უთანხმოების საგანიც ეს იყო ძირითადად მმართველ გუნდთან, თუ რა დოზით უნდა გვეთქვა სიმართლე და სხვათა შორის ამ საკითხის დადგომა განაპირობა სწორედ იმ ინფორმაციებმა, რაც ჩვენ გვქონდა და დღემდე არ გაგვიჟღერებია, რომ კულისებში მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი პროცესი ქვეყნის ომში ჩართვასთან დაკავშირებით და სწორედ ამან, ჯერ არ თქმულმა ინფორმაციამ განაპირობა ის კითხვა, რომელიც დავუსვით კელი დეგნანს, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ და იყო არჩეული დუმილი. შემდეგ უკვე ბატონ ბიძინას მივმართეთ ამ კითხვით და პრაქტიკულად პასუხი არის ამომწურავი და შინაარსიც ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს“, - განაცხადა ხუნდაძემ.