თეგებით ძიება
02. 08. 2022 მსოფლიო

ერთმა შეცდომამ შესაძლოა, ბირთვული ომი და კაცობრიობის განადგურება გამოიწვიოს - გაეროს გენერალური მდივანი

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბირთვული ომის ზღვარზეა.

"აქამდე ძალიან გაგვიმართლა, მაგრამ იღბალი არ არის სტრატეგია. დღეს კაცობრიობას ერთი არასწორი გათვლა, ერთი გაუგებრობა აშორებს ბირთვულ განადგურებას.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების არსენალებში თითქმის 13 000 ბირთვული იარაღი ინახება. ეს ყველაფერი იმ დროს, როდესაც მისი გავრცელების რისკები იზრდება და ესკალაციის თავიდან აცილების ბარიერები სუსტდება. ბირთვული იარაღის განადგურება არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ მას არასოდეს გამოიყენებენ“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა