თეგებით ძიება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა ქვეყანაში მოქმედი "ეფესბეს" აგენტების ქსელი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა ქვეყანაში მოქმედი "ეფესბეს" აგენტების ქსელი, რომელთა მზაკვრული საქმიანობის მიზანიც პრეზიდენტ ზელენსკისა და სხვა საკვანძო თანამდებობის პირთა სიცოცხლის მოსპობა იყო. 

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, დაკავებულია უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი პოლკოვნიკი, რომელთაც ბრალად ედებათ "ეფესბე"-სთვის პრეზიდენტ ზელენსკისა და სხვა თანამდებობის პირთა გადაადგილების დეტალების მიწოდება. 

უკანის სახელმწიფო დაცვის სამსახურის გადაბირებული ოფიცრების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსებს ის შენობა რომელსაც ზელენსკი ესტუმრებოდა, სარაკეტო იერიშისა და დრონების შეტევის შედეგად, ნაცარტუდად უნდა ექციათ. 

ასევე ერთ-ერთ ვერსიით, თურმე მზადდებოდა პირადი დაცვის თანამშრომლების მიერ პრეზიდენტის ტყვედ აყვანა და მისი მოკვლა.

როგორც ამბობენ, ამ ფრიად რთულ ოპერაციას "ეფესბეს" მე-5 სამმართველო ხელმძღვანელობდა, რომლის მთავარ სამიზნესაც ზელენსკის  გარდა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვასილი მალიუკი და სამხედრო დაზვერვის შეფი, კირილო ბუდანოვი წარმოადგენდნენ.

მოკლედ, როგორც უკრაინის უსაფთხოება ირწმუნება, რუსული შეთქმულება ჩაფუშულია, ზელენსკისა და სხვა მნიშვნელოვან თავკაცებს კო, დროებით შეუძლიათ შედარებით მშვიდად იძინონ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა