თეგებით ძიება
02. 08. 2022 მსოფლიო

"ეს ყველაფერი წმინდა პროვოკაციაა“ - რის შესახებ საუბრობს დმიტრი პესკოვი?

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაილანდში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი პროვოკაციაა.

"ამჟამად დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ჩავა თუ არა პელოსი ტაივანში, თუმცა ამ ვიზიტთა სერიასთან და ტაივანში შესაძლო ჩასვლასთან დაკავშირებით ყველაფერი წმინდა პროვოკაციაა“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი.

ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებული პირების ცნობით, ნენსი პელოსი შესაძლოა ტაივანს ეწვიოს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა საკუთარ მოგზაურობის გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავა და მიზეზად უსაფრთხოების საკითხები დაასახელა.

ცნობისთვის აშშ-ჩინეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი.

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა