თეგებით ძიება
08. 05. 2024 ვიდეო

"მაგარი ყ**ა..." - გავრცელდა ფარული ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის (ვიდეო)

საინფორმაციო სააგენტო for.ge ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს. მასალის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის, თუმცა, სააგენტოს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ისმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციის აქციის ორგანიზატორებისთვის სპორტსმენების მხრიდან მათი პოზიციის გაზიარება.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, აკაკი მინაშვილი და ნიკა ფარულავა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე საუბრობენ.

როგორც აქამდეც იყო ცნობილი, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მათთვის ხვიჩა კვარაცხელიას გამოხმაურება საკმარისი არ აღმოჩნდა, შესაბამისად, ფეხბურთელის მიმართ შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა