თეგებით ძიება
03. 08. 2022 მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას „ერთსქესიანთა ქორწინების“ შესახებ პეტიციის განხილვა დაავალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს დაავალა, რომ მთავრობამ „ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის“ შესახებ პეტიციის მოთხოვნები განიხილოს.

მისი თქმით, თანამედროვე მსოფლიოში საზოგადოების დემოკრატიულობის დონეს მათ შორის ის ფაქტიც განსაზღვრავს, რამდენადაა მთავრობის პოლიტიკა მიმართული, უზრუნველყოს ყველა მოქალაქისთვის თანაბარი უფლებები.

როგორც პრეზიდენტის პასუხშია აღნიშნული, უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ქორწინება დაფუძნებულია მამაკაცისა და ქალის თანხმობაზე, საომარი მდგომარეობის დროს კი, კონსტიტუციის ცვლილება არ ხდება.

„ამასთანავე, მთავრობა მუშაობდა უკრაინაში სამოქალაქო პარტნიორობის ლეგალიზების ვარიანტებზე. კონსტიტუციის 116-ე მუხლის შესაბამისად, უკრაინის მთავრობა დგამს ნაბიჯებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის კუთხით“, – ნათქვამია ზელენსკის პასუხში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა