„ეს ნამდვილი ისტორიაა, ეს პირები კი დღესაც ძალიან აქტუალურები არიან“ - რას იხსენებს გია ხუხაშვილი?
ექსპერტი გია ხუცხაშვილი სოციალურ ქსელში 2012 წელლს მომხდარ ამბავს იხსენებს, რომელიც მარიმ ლაშხის ინტერვიუმ გაახსენა.
ამ მასონებთან დაკავშირებით ერთ ისტორიას მოგიყვებით 2012 წლიდან.
მოკლედ, კოალიცია რომ შეიკრიბა, ჩვენთან ბევრი ხალხი ტრიალებდა,
ერთმა ძალიან ცნობილმა პიროვნებამ მეორე ასევე ძალიან ცნობილ პერსონას ერთ მშვენიერ დღეს თავისი ნააზრევი გაუმხილა:
“მივხვდი, ბიძინა რატომ არის ასე ჩაფრენილი ხუხაშვილზე, გვერდიდან რომ არ იშორებსო”.
რატომო, ჰკითხა მეორემ.
“მივხვდი, რომ ეგენი ორივე მასონები არიან, თანაც ხუხაშვილი იერარქიაში უფრო მაღლა დგასო”
ეს ნამდვილი ისტორიაა. ეს პირები კი დღესაც ძალიან აქტუალურები არიან.
მაშინ ძალიან გამეცინა. თურმე რა მაცინებდა… - წერს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტ The News Agents-ზე ჟურნალისტ ლუის გუდალთან საუბრისას გლობალური ომის პარტია მასონებს შეადარა, რომლებსაც "მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ".