თეგებით ძიება

"უცნაურია იმ ადამიანების ამბიცია, რომლებიც დამრიგებლური ტონით საუბრობენ ბიძინა ივანიშვილზე" - თამთა მეგრელიშვილი

საჯარო მმართველობის დოქტორის, თამთა მეგრელიშვილის თქმით, უცნაურია იმ ადამიანების ამბიცია, რომლებიც დამრიგებლური ტონით საუბრობენ ბიძინა ივანიშვილზე მაშინ, როცა მისი წყალობით მოხვდნენ იქ, სადაც მოხვდნენ.

„ძალიან უცნაურია იმ ადამიანების ამბიცი, რომლებიც დამრიგებლური ტონით საუბრობენ ბიძინა ივანიშვილზე. მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილის წყალობით მოხვდნენ იქ, სადაც მოხვდნენ. ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი ეკა ბესელიას პოლიტიკური თანამოაზრე ლევან გოგიჩაიშვილია. ის „ქართული ოცნების“ გუნდში შესვლისას მთელ გუნდთან ერთად თითქოს სამართლიანობის, კანონიერების, უკეთესი საქართველოსთვის იბრძოდა, მაგრამ პოლიტიკური მრწამსი და ღირებულებები ისე შეიცვალა, რომ ახლა საკუთარ თავს თავადაც ვეღარ ცნობს. სადამდე დაეშვა... მე არ ვიცი, ვის რად უჯდება ამგვარი პოლიტიკური ფერიცვალება, არც ის ვიცი, გუნდის მიმართ ჩადენილი ღალატის შემდეგ პოლიტიკურად „გადაპორტირებულნი“ როგორ ამართლებენ იმ სხვების ნდობასა და იმ სხვებთან პოლიტიკურ თანაცხოვრებას... მოღალატე მოღალატეს ეძებს და ალბათ, ეს წესი წესად რჩება. მოკლედ ვიტყვი - გაუნათლებელ ადამიანზე საშიში უმადური ადამიანია. მიკვირს ბიძინა ივანიშვილს როგორ უტოლებს თავს ან როგორ ლანძღავს, როგორ საყვედურობს, რატომ ავიწყდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ის კაცია, ვინც ის არაფრისგან პოლიტიკურ ფიგურად შექმნა“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა