"მაშველები წყლიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, მათ გადასარჩენად დამსვენებლებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს" - რა მოხდა ურეკში?
სოციალურ ქსელში არსებული გვერდი "ჩემი საქართველო“, ურეკში მომხდარ ემოციურ ამბავს აზიარებს:
"ადამიანთა თანადგომის საოცარი ფაქტი ურეკში.
დღეს ხალხმა ცოცხალი ჯაჭვით მაშველები დახრჩობას გადაარჩინა
ურეკში მაშველებმა 13 წლის გოგონა გადაარჩინეს, მაგრამ შემდეგ თვითონ გახდნენ გადასარჩენნი. ძლიერი შტორმის გამო, რომელიც შავიზღვისპირეთში დღეს ფიქსირდება,ისინი წყლიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, მათ გადასარჩენად დამსვენებლებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ერთობლივი ძალებით მაშველების გადარჩენა შეძლეს. ყოჩაღ!", - ნათქვამია ტექსტში.