თეგებით ძიება

„კვლავ ორი "ტრუპია" საჭირო?“ - დავით ქართველიშვილი ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე

ექსპერტი, დავით ქართველიშვილი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუკპოსტს ეხმაურება, სადაც ოქრუაშვილი საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების შესახებ საუბრობს.

„არ დავუწყებ, თავმოყვარეობის გამო. ფაქტობრივად გააჟღერა ყველაფერი ის, რაზედაც დილიდან ვმსჯელობთ - ანუ გეგმა არსებობს, ჩვენი ეჭვები უსაფუძვლო არ იყო. რამე დამატებით მტკიცებულებებს ველოდებით? კვლავ ორი ტრუპია საჭირო? იმედია, ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყოფილი „პოლიტპატიმრის“ მოწოდებით, კონკრეტული დანაშაულის ჩადენისაკენ ბიძგით, მზა სცენარის გახმაურებისათვის. თუ მისი ეს ფბ-პოსტი არ შეიცავს კანონგარეშე საფრთხეებს და კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს?“ - წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუკზე.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუკპოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის რუსეთის მოქალაქეების მიმართ ძალადობაზე საუბრობდა.

ირაკლი ოქრუაშვილი: "ერთი პატარა მაგალითი/ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ...Posted by David Kartvelishvili on Friday, 5 August 2022


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა