თეგებით ძიება
08. 08. 2022 მსოფლიო

ამერიკელები ცინიკურად იყვნენ დაკავებულნი ქართული შეიარაღებული ძალების წვრთნით - დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ეჭვგარეშე. ეს არის ერთიანი პროცესი და საერთო გეგმა, რომელიც მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. ის მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთის, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატების და სხვა ანგლო-საქსური ქვეყნების სურვილია, არიოს სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში.

როგორ? მეზობლების მეშვეობით, რუსეთის საზღვრებთან ახლოს. ამერიკელები ცინიკურად იყვნენ დაკავებულნი ქართული შეიარაღებული ძალების წვრთნით და ამ პროცესში დიდ ფულს დებდნენ. იქ დიდი რაოდენობით ინსტრუქტორები გაგზავნეს ქართული ჯარის მობილიზებისთვის. იარაღით იყვნენ დატვირთული. ფაქტობრივად, ისინი უბრალოდ უბიძგებდნენ სააკაშვილს აგრესიის განსახორციელებლად სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ“, - განაცხადა მედვედევმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა