თეგებით ძიება

თითოეული ადამიანი ელოდა, რომ გამოვიდოდა ბიძინა ივანიშვილი და იტყოდა, რომ მე წავედი ოპოზიციაში და გადავაბარე ხელისუფლებაო - გიგი უგულავა

ის, რაც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, პირდაპირ, საფუძველია იმის, რომ ხალხი აჯანყდეს, ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

“ველოდებოდით გამოვიდოდა ბიძინა ივანიშვილი და იტყოდა, რომ მე წავედი ოპოზიციაში და გადავაბარე ხელისუფლებაო“, - თქვა უგულავამ.

პირველი თვე იყო შოკის თვე. თითოეული ადამიანი მიამიტურად ელოდა რომ რაღაც, 3-4 მანდატით მეტი ექნებოდა “ოცნებას“, ჯამურად, და ოპოზიციას ეყოლებოდა მეტი, ვიდრე "ქართულ ოცნებას",  შემდეგ, გამოვიდოდა ბიძინა ივანიშვილი და იტყოდა, რომ მე, წავედი ოპოზიციაში და გადავაბარე ხელისუფლებაო, ეს იყო მთავარი აზრი.

კი ბატონო, გვსურდა, რომ ასე ყოფილიყო, რადგან, საბოლოო ჯამში, აქეთ არიან წესიერი ადამიანები, ვგულისხმობ, ამომრჩევლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ ეს ყველაფერი, მართლა, კონსტიტუციურად და ევროპულად მოხდეს, მაგრამ იქით არის შულერი, რომელსაც უკან უდგას პუტინი, რომელიც რუსული წესებით თამაშობს. ამიტომ, ყოველი ექსპერიმენტი, ჭკუის სწავლებად უნდა ვაქციოთ, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ რეალობა", - განაცხადა უგულავამ.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა