სადაზღვევო თაღლითობა - კალიფორნიაში დათვის კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანი მანქანებს აზიანებდა
ოთხმა კალიფორნიელმა კაცმა, სადაზღვევო კომპანიაში განაცხადა, რომ მათ ავტომობილებს თავს დათვი დაესხა და ამის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებაც ჰქონდათ. აღნიშნული "ზარალის" ანაზღაურება კომპანიას 141,839 დოლარი დაუჯდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მტკიცებულებები ფალსიფიცირებული იყო და მანქანებში არა დათვი, არამედ დათვის კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანი ძვრებოდა, რომელიც მეტი რეალიზმისთვის სალონებს სპეციალური "კლანჭებით" ფხრეწდა.
საქმეზე გამოძიება ახლა უკვე სადაზღვევო თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.
რუსთავი 2