თეგებით ძიება

"როგორ მინდა გავიღვიძო და იყოს მშვიდობა, არ გავიგო ცუდი ინფორმაცია, ყველას გვიყვარდეს ერთმანეთი.." - ზურა ხაჩიძე

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღს მომღერალი, ზურა ხაჩიძე ეხმიანება და წერს:

„როგორ მინდა გავიღვიძო და პირველ რიგში, საქართველოში იყოს მშვიდობა, ჩვენ ოჯახებში სიკეთე, არ გავიგო ცუდი ინფორმაცია, ყველას გვიყვარდეს ერთმანეთი, არ იყოს ეს საშინელი დაავადებები, ტერიტორიები და აფხაზი და ოსი ხალხი დაბრუნებული.

ჩემს ბავშვობაში რაც მახსოვს ურთიერთობების და სიყვარული იყოს ერთმანეთში.

ჩვენი დედები, ძმები და დები დაბრუნებული თავის ქვეყანაში,ემიგრაციიდან!

ძლიერი ერი მინდა ვიყოთ და შეკრული ერთმუშტად.

ღმერთმა დალოცოს საქართველო და ჩვენი გმირები ვინც ამ ქვეყანას თავი შესწირა!!!ამინ”, – წერს ზურა ხაჩიძე.

2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების სამხედრო ინტერვენციას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი ემსხვერპლა, ხოლო საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა; რუსული აგრესიის შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე 263 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა; საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. რესპუბლოკების დამოუკიდებლობა ცნო და მათი ოკუპაცია განახორციელა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდებეა. საოკუპაციო ძალები აგრძელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიების მიტაცებას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების გატაცებას. საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფით რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა