თეგებით ძიება
10. 08. 2022 მსოფლიო

ესპანეთიდან ქართველები გამოაძევეს

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბინების ძარცვაში ბრალდებული 3 ქართველი ესპანეთიდან საქართველოში გამოაძევეს. გამოცემის ცნობით, საქმე ეხება ქურდობებს, რომლებიც დედაქალაქში მოხდა. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

"ქართველებმა გატეხეს ერთ-ერთი სახლის კარი და მეზობელ სახლებშიც ასე შედიოდნენ. სახლიდან წაღებული იყო ნებისმიერი ნივთი, რასაც კი ქურდები ნახავდნენ, არა მხოლოდ სამკაული და ფული", - წერს მედია და დასძენს, რომ ქურდობის ფაქტები 2021 წლის ივლისში მოხდა, როდესაც არაგონის დედაქალაქში, ერთ კორპუსში რამდენიმე ბინა გაძარცვეს. ქართველები კი პოლიციამ 2021 წლის 11 ივლისს დააკავა.

სასამართლომ გამოსცა საბოლოო გადაწყვეტილება და მათთვის პატიმრობა ესპანეთის ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაძევებით შეცვალა. ქართველებს ესპანეთში ხელახლა შესვლაც აეკრძალათ მინიმუმ 5 წლის განმავლობაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა