ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რაფაჰში საჰაერო იერიშის შედეგად „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რაფაჰში საჰაერო იერიშის შედეგად „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა.
„როგორც მისი როლის ნაწილი, იგი რაფაჰში ისრაელის თავდაცვის ძალების მანევრისთვის მტრის მომზადებაზე იყო პასუხისმგებელი“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაფაჰში ისრაელის საჰაერო ძალების სამიზნეს იარაღის საცავები და ტერორისტული დაჯგუფებების ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. სულ, გასული დღის განმავლობაში ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში 70-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.