„სადარბაზოს შესასავლელთან თავს დამესხა კასტეტებით შეიარაღებული 3 სუსის ზონდერი... ეს რა, არ იცის გოგაშვილმა? ეს მის გარეშე მოხდა?“ - ზვიად კუპრავა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზვიად კუპრავა პატიმრობაში მყოფი, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის წერილს ეხმაურება, სადაც მან დაწერა, რომ ივანიშვილი ოჯახის განადგურებით დაემუქრა.
„გოგაშვილის მიმართ ოჯახის დაწიოკება ცალსახად მიუღებელია. ვინც არ უნდა იყოს დამწიოკებელი და რა მოტივიც არ უნდა ამოძრავებდეს მას.
3 წლის წინ, სადარბაზოს შესასავლელთან (რომელიც ჩემს წინ აჭარაბეთის კამერის დაფარვის ზონაშია) თავს დამესხა კასტეტებით შეიარაღებული 3 სუსის ზონდერი. მინიმუმ სუსის დავალების შემსრულებელი, თუ თავად სისტემის თანამშრომელი არა.
ეს რა, არ იცის გოგაშვილმა? ეს მის გარეშე მოხდა? რათქმაუნდა არა! მე ამის არ მჯერა.
თუმცა, დღეს გოგაშვილი ვირთხის დღეში რომ არის და დახმარებას (და არა მხარდაჭერას) საჭიროებს, ამაში ეჭვი არ მეპარება.
პ.ს. თავდასხმის (დღემდე გაუხსნელი) ამსახველი ვიდეო ჩანაწერი შსს გლდანი-ნაძალადევის მთ სამმართველოში დევს. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რამოდენიმეჯერ.
პ.პ.ს. ეს საქმე ერთ-ერთი მათგანია მხოლოდ“, - წერს კუპრავა.
გოგაშვილის მიმართ ოჯახის დაწიოკება ცალსახად მიუღებელია. ვინც არ უნდა იყოს დამწიოკებელი და რა მოტივიც არ უნდა...Posted by Zviad Kuprava on Thursday, 11 August 2022